NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ომი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით – ბესელიას თანაგუნდელები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ

ომი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით – ბესელიას თანაგუნდელები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ

04 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 421 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკა ბესელიას მოთხოვნას, დადგინდეს, ვინ იყო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო, “ქართული ოცნების” ე.წ. ახლების გუნდშიც ეთანხმებიან.

ბესელიას თანაგუნდელები, რომელთანაც პოლიტიკოსი უკვე ღია დაპირისპირებაშია ამბობენ, რომ გამოძიება მათთვის სანდოა და მთავარი დამნაშავის გამოაშკარავებას ელიან.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მინიშნებებს, რომ კადრები შესაძლოა გავრცელებული ყოფილიყო მოსამართლეების მხრიდან ან “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებული პირებისგან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები გუნდში დისონანსს იწვევს.

„ასეთი ტიპის „ბრალდებები“ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით დაბრალება ადამიანებისთვის ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება, ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებიც საბოლოდ დარჩნენ მოგებული, “ქართული ოცნება” ნამდვილად არ დარჩა მოგებული. როცა ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება უნდა დავსვათ პირველ რიგში კითხვა- ვის აწყობდა ეს ყველაფერი?- და აქედან გამომდინარე გვექნება ლოგიკური პასუხები“ -ამბობს კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ისინი გამოძიებას ენდობიან, ხოლო ეჭვების გამოთქმისგან, თუ ვის აძლევდა ხელს ამ კადრების გავრცელება, თავს იკავებენ.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე ღია მინიშნებებს აკეთებს. ის ამბობს, რომ უნდა დადგინდეს კადრების გავრცელების პირველწყარო, მისი თქმით – დირიჟორი.ხუნდაძე განმარტავს, რომ მსგავსი კადრების ავტორები და დირიჟორები ისედაც ცნობილია.

„ავტორები და რეჟისორები ვიცით, მაგრამ ვინ გამოიყენა კიდევ ერთხელ?- ვფიქრობ, კვალი უნდა მიდიოდეს იქ, სადაც დაგეგმილი იქნა ასეთი კადრებით, ასეთი ბინძური მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა,“-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

ომი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა უდანაშაულობის პრეზუმფცია 2019-02-04
Tags ომი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა უდანაშაულობის პრეზუმფცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“5 ჩანს, მარგამ Ipone 5 არა” – ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე

შემდეგი სტატია

რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი გვაქვს, ინციდენტი აღარ განმეორდება – განათლების მინისტრი 61-ე სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე

მსგავსი სტატიები

„ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა“

„ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა“

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018
დაღესტანში მამაკაცმა ეკლესიას ცეცხლი გაუხსნა

დაღესტანში მამაკაცმა ეკლესიას ცეცხლი გაუხსნა

19 თებ 2018
შსს-მ  PAY აპარატების ჯგუფურად დაყაჩაღების და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გახსნა

შსს-მ PAY აპარატების ჯგუფურად დაყაჩაღების და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გახსნა

16 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

    წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge