დაპირისპირება თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში – არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.
კომენტარები