NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს-მა ვირუსულად ჩვენს მხარდამჭერებს და ბევრ ადამიანს გაუგზავნა კადრები იმიტომ, რომ ვინმე დაესაჯათ – ბოკუჩავა ენმ-ს აქტივისტების დაკავებაზე

სუს-მა ვირუსულად ჩვენს მხარდამჭერებს და ბევრ ადამიანს გაუგზავნა კადრები იმიტომ, რომ ვინმე დაესაჯათ – ბოკუჩავა ენმ-ს აქტივისტების დაკავებაზე

01 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 650 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეპუტატ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას თინა ბოკუჩავა ეხმაურება. დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ენმ-ს აქტივისტებს ვიდეომასალა მიზანმიმართულად გადაეგზავნათ, რათა შემდგომ მათი დაკავება მომხდარიყო.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად შემდგომ ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით, გაუგზავნა ეს კადრები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან, ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობისგან“ „მტრის ხატის“ შექმნის მორიგ მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ავტორი დააკავონ. დეპუტატის თქმით, მსგავსი კადრების გავრცელება ძირითადად ქალი პოლიტიკოსების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ემსახურება.

ბოკუჩავას ერთ-ერთ მაგალითად ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მოჰყავს, როდესაც მისი გასაჯაროება ირაკლი ღარიბაშვილის პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ აღიარა, თუმცა ის ორ დღეში გაათავისუფლეს.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ორი აქტივისტია დაკავებული. ირმა და ინგა ხაროიშვილების აყვანა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა.

კომენტარები

დაესაჯათ კადრები მხარდამჭერები 2019-02-01
Tags დაესაჯათ კადრები მხარდამჭერები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

შემდეგი სტატია

უკრაინის ავტოკეფალია და რუსული ეკლესიის მუქარა – თეოლოგები საქართველოს საპატრიარქოს საპროტესტო ნოტის გაგზავნისკენ მოუწოდებენ

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანი: „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რომის სტატუტის 20 წლის თავზე ჰააგის სასამართლო თავის მაღალი დონის ღონისძიებას თბილისში ატარებს”

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
ზურაბ ჯაფარიძე დღეს, პარტია “მეტი თავისუფლება-გირჩი” დააფუძნებს

ზურაბ ჯაფარიძე დღეს, პარტია “მეტი თავისუფლება-გირჩი” დააფუძნებს

ნინო ჩხეიძე 26 დეკ 2020
ოპოზიციის ბრალდებები სუს-ის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით ჩემთვის გაუგებარია

ოპოზიციის ბრალდებები სუს-ის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით ჩემთვის გაუგებარია

სოსო ელისაშვილი 22 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge