თბილისში პეკინის გამზირზე გაზქურა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა ერთი მამაკაცი. ის ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გუშინ მოხდა. გამოძიება ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
კომენტარები