NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბუნებრივი აირით გარდაცვალების გახშირებული ფაქტები – მმართველმა გუნდმა შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყოს

ბუნებრივი აირით გარდაცვალების გახშირებული ფაქტები – მმართველმა გუნდმა შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყოს

01 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 972 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისში ბუნებრივი აირისა და CO-ს გაჟონვის შედეგად გამოწვეული ტრაგედიები – პარლამენტმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ადმინისტრაციულ კოდექსში რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყოს.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე მთავრობის აქტიურობას ელოდება, რის შემდეგაც ისინი საკითხის განხილვას დაიწყებენ.

„პარლამენტი მზად არის განიხილოს ნებისმიერი საკითხი,რომელიც წაადგება იმ საკითხს, რასაც ჰქვია ადამიანების უსაფრთხობა,. რაც იქნება მთავრობისგან წარმოდგენილი და ჩვენ დავრწმუნდებით,რომ ეს არის ნაბიჯი რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, პარლამენტი მზად არის, ნებისმიერი რეგულაცია მიიღოს და აქციოს ის კანონად,“-ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

ოპოზიცია კი კანონში ახალი ცვლილებების შეტანას, სკეპტიკურად უყურებს და ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გამოჩენაზე მიუთითებს.

„ხელისუფლებას მოუწევს უფრო პასუხისმგებლიანად მოიქცეს და იფიქროს მატ შორის არამარტო რეგულაციაზე არამედ პრევენციულ ზომებზე. ჩვენ შვიდი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ რომ კონკრეტული კომპანიის თანამშრომელმა ერთი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინა კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი“- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მთავარი პრობლემა მათი შესრულებაა და არა არარსებობა.

„არსებული ათი რეგულაცია რომ არ სრულდება,ამას მეორე ათ რეგულაციას თუ დავამატებთ ეს მოხსნის პრობლემას? რეგულაციები არსებობს, პასუხისმგებელი პირი უნდა გამოვლინდეს და დაეკისროს პასუხისმგებლობა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ნამწვით მოწამვლის შედეგად გუშინ 7 მამაკაცი გარდაიცვალა. ისინი თბილისში რაიონებიდან იყვენენ ჩამოსული და მშენებლობაზე მუშაობდნენ. ბინა,რომელშიც CO-ს გაჟონვა მოხდა მათ ერთი თვის წინ იქირავეს.

კომენტარები

ბუნებრივი აირი გარდაცვალების გახშირებული ფაქტები 2019-02-01
Tags ბუნებრივი აირი გარდაცვალების გახშირებული ფაქტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო – რუსეთის ეკლესიის მუქარა

შემდეგი სტატია

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს

მსგავსი სტატიები

ზაზა შათირიშვილი: …ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი ამ საქმესაც მოიგებს

ზაზა შათირიშვილი: …ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი ამ საქმესაც მოიგებს

ნინო ჩხეიძე 06 ოქტ 2022
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

05 აპრ 2018
გიგი უგულავა ირაკლი  ოქრუაშვილის დაკავებაზე – როდესაც გიორგი  გახარია 20 ივნისის ამბებზე ვიღაცას იჭერს,  ეს არის   ცინიზმის მწვერვალი

გიგი უგულავა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე – როდესაც გიორგი გახარია 20 ივნისის ამბებზე ვიღაცას იჭერს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge