NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

01 თებ 2019 სამართალი 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.

გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეო-ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

TOP ფარული ვიდეოჩანაწერები შსს 2019-02-01
Tags TOP ფარული ვიდეოჩანაწერები შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არც ბესელია და არც სხვა არ გაჩერდება და არ დაყრის ფარ-ხმალს – წულუკიანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

შემდეგი სტატია

სუს-მა ვირუსულად ჩვენს მხარდამჭერებს და ბევრ ადამიანს გაუგზავნა კადრები იმიტომ, რომ ვინმე დაესაჯათ – ბოკუჩავა ენმ-ს აქტივისტების დაკავებაზე

მსგავსი სტატიები

შსს: გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შსს: გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია

12 დეკ 2017

სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო

18 სექ 2017
კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

სოსო ელისაშვილი 02 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge