ეკა ბესელია თბილისშია. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაში სულ ცოტა ხნის წინ ლონდონიდან დაბრუნდა, სადაც ის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, თუ რას იტყვის ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ და ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბესელია ლონდონში იმყოფებოდა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ ფარული კადრები სოციალური ქსელში გავრცელდა, პარლამენტარმა ფეისბუქში დაწერა, რომ მის შეჩერებას ვერ შეძლებენ და მასში ახალი ეკა გააღვიძეს. ბესელიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა, მაგრამ სავარაუდოდ დღის განმავლობაში ის მედიასთან გამოჩნდება.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბესელია თბილისშია – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე ის კომენტარს სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გააკეთებს
კომენტარები