NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი” – ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მასპინძლობს

“უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი” – ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მასპინძლობს

30 იან 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 463 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები ამ წუთებში, ილია მეორეს ხვდებიან.

სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს საპატრიარქო, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

მსოფლიო საპატრიარქოს გარდა, შეხვედრას სინოდის ოთხი წევრი ესწრება, ისინი საპატრიარქოში  საგარეო პოლიტიკას კურირებენ.

პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე და საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაადასტურა,რომ საუბრის ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამობრძანებული. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესი არის უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, ძირითადი თემა ეს იქნება რა თქმა უნდა. ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია.

“ავტოკეფალური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდგომ უნდა იქნას მიღებული.

“რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, ასეთი ვიზიტებით შესაძლებელი არის, რომ ერთმნიშვნელოვნად სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. ყველა ეკლესიის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ზოგადად იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ეკლესიამ უნდა აღიაროს თითოეული დანარჩენი ეკლესიის ავტოკეფალია, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ყველა ეკლესიის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძემ).

შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარი აზრი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

კომენტარები

დელეგაცია ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქო 2019-01-30
Tags დელეგაცია ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გამოკითხულთა 44% პროკურატურაში კორუფციაზე მიუთითებს

შემდეგი სტატია

თბილისის მერი ე.წ. “ხრუშოვკების” ჩანაცვლების პროექტს აანონსებს

მსგავსი სტატიები

ოქტომბრის თვეში მშპ-ს ზრდის ტემპმა 5,7%-ს მიაღწია

ოქტომბრის თვეში მშპ-ს ზრდის ტემპმა 5,7%-ს მიაღწია

30 ნოე 2017
ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს

ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018

პრეზიდენტი: რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს მავთულხლართი და გაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით

31 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge