NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თაფლის შესყიდვა რუსეთიდან – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და რუსეთში გახარიას ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

თაფლის შესყიდვა რუსეთიდან – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და რუსეთში გახარიას ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

30 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 793 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სკანდალური ტენდერით, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია “ვითიმ” გაიმარჯვა უწყების გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს – აცხადებენ ოპოზიციაში. ტენდერის მიხედვით, სხვადასხვა ძალოვან უწყებებს წლის ბოლომდე რუსული თაფლით კომპანია “ვითი” მოამარაგებს და ამისთვის სახელმწიფო მას მილიონ ლარს გადაუხდის.

დღის ბოლოს რუსეთიდან თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა შესყიდვების სააგენტო და განაცხადეს, რომ ამ დროისთვის კონკრეტული კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული არ არის.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს რუსეთში საკუთარი ბიზნეს ინტერესები გააჩნია.

“გიორგი გახარია არის რუსეთის მოქალაქე და მას აქვს კონკრეტული ბიზნეს ინტერესები რუსეთში, მართალია  ისეთი მასშტაბის არა, როგორც მის უფროსს, ბიძინა ივანიშვილს, თუმცაღა მას გააჩნია კონკრეტული ბიზნეს ინტერესები და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ნაცვლად იმისა, რომ ეს ხელისუფლება ხელს უწყობდეს და ავითარებდეს ქართულ ბიზნესს, ოკუპანტი სახელმწიფოსგან ყიდულობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში თაფლს,”-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

“ევროპულ საქართველოში” კი ტენდერის პირობების გამჭვირვალობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ შეკითხვები კონკრეტულ ინტერესებთან დაკავშირებით არსებობს.

“ტენდერის პირობები უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო, რათა მივიღოთ რაც შეიძლება დაბალი ფასი და ეკონომია გაწიოს ბიუჯეტმა. ამ შემთხვევაში ეს ესე არ ყოფილა, შესაბამისად დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, მეორე საკითხია კონკრეტული ინტერესი ხომ არ არსებობდა, რომ რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას გაემარჯვა,”-აცხადებს ოთო კახიძე.

დეტალების გარკვევის აუცილებლობაზე საუბრობს უმრავლესობაც.  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ კარგი იქნებოდა თაფლი სამინისტროს საქართველოში შეესყიდა.

“რუსეთისაგან იმიტომ არ შეიძლება ყიდვა, რომ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა არ არის იმ დონეზე, იმიტომ რომ ის ოკუპანტია,”-აცხზადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე.

კომენტარები

ბიზნესი ოპოზიცია რუსეთი ხელისუფლება 2019-01-30
Tags ბიზნესი ოპოზიცია რუსეთი ხელისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პოლიტიკური პოზიციებით შეჭრა ეკლესიურ საქმეებში, არამგონია კორექტული იყოს,” – ვოლსკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

“ცდილობენ შიშის დათესვას,” – პანკისში ჰესების თემაზე გამართული სახალხო კრების შემდეგ, სამი უხუცესი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

მსგავსი სტატიები

შსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

შსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

29 იან 2018
ჩართული ვართ, რომ ეს უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას – ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდის ჩაკეტვას ეხმაურება

ჩართული ვართ, რომ ეს უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას – ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდის ჩაკეტვას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019

კაპანაძე: თქვენ ხართ მარტო და არავინ არ გიჭერთ მხარს ამაში

20 სექ 2017

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge