„ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა ამბობს, რომ კორუფცია მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, იმ დაწესებულებებში, სადაც ხალხის ფულს ხარჯავენ, გაიზარდა,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენელი NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია.
გიორგი კანდელაკი კვლევის იმ ნაწილსაც აფასებს, რომელიც მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიის მაჩვენებლის შეფასებას გულისხმობს. კანდელაკი აღნიშნავს, რომ NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ დემოკრატიის კუთხით ქვეყანაში რთული სიტუაციაა. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
„არჩევნების პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა სურათი, რაც პარტიებს გააჩნიათ დღეს საქართველოში, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი, რასაც ეს კვლევა აჩვენებს, არის, რომ საქართველოში დემოკრატია არის რთულ სიტუაციაში და რაც ძალიან აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, ხალხს არის კორუფციის ზრდა,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კომენტარები