NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“პოლიტიკური პოზიციებით შეჭრა ეკლესიურ საქმეებში, არამგონია კორექტული იყოს,” – ვოლსკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

“პოლიტიკური პოზიციებით შეჭრა ეკლესიურ საქმეებში, არამგონია კორექტული იყოს,” – ვოლსკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

30 იან 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 806 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკლესიურ საქმეებში ჩარევა საერთო მიზნებისთვის მხოლოდ დამაზიანებელი იქნება – ასე პასუხობენ ამერიკაში მყოფი “ქართული ოცნების” ლიდერები კითხვას, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიასთანდაკავშირებით. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან და უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავენ.

“ეს გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება და ამის მანიშნებელია და ამის გამო შემიძლია მხოლოდ სიხარული გამოვთქვა და მივულოცო მათ როგორც მეგობრებს, რომლებიც მე მყავს ამ ქვეყანაში, ასევე ქვეყანას, რომელსაც აღვიქვამთ მეგობარ ქვეყანად. დანარჩენი, რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, სუვერენიტეტის აღიარებას და ა.შ. მე ამაზე განსაკუთრებით ეკლესიის ნაცვლად, მათ შორის სახელმწიფოს ნაცვლადაც, პასუხის გაცემა გამიჭირდება,”-აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი
თამარ ჩუგოშვილი.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი გია ვოლსკი კი აღნიშნავს, რომ ამ თემით სპეკულირება ხდება და სახელმწიფოს სწორი პოზიცია აქვს, რაც ეკლესიის საქმეებში ჩარევისგან თავის არიდებას ითვალისწინებს.

“ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიციებით შეჭრა ეკლესიურ საქმეებში არამგონია კორექტული იყოს და არამგონია საერთო საქმესაც წაადგეს. ბევრი ნიუანსია რაც არ ვიცით მე და თქვენ, დაველოდოთ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობ უკრაინას თავისთავად ლოგიკურად უნდა ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა, მათ შორის რელიგიის სფეროში, ეს ჩემი პირადი განწყობაა. სწორი პოზიციაა რაც სახელმწიფოს გააჩნია ამ თემასთან დაკავშირებით და ძალაინ ცუდია, როდესაც პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება ეს,”-აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

ავტოკეფალია პოლიტიკური პოზიციები 2019-01-30
Tags ავტოკეფალია პოლიტიკური პოზიციები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები, სიკეთეს არავის მოუტანს” – საქართველოს საპატრიარქო, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

თაფლის შესყიდვა რუსეთიდან – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და რუსეთში გახარიას ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

სოსო ელისაშვილი 03 მარ 2018
რუსთავი 2“-თან აქცია დასრულდა

რუსთავი 2“-თან აქცია დასრულდა

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge