NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის საბჭოს წევრები გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებას მართავენ

იუსტიციის საბჭოს წევრები გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებას მართავენ

28 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 331 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებას მართავენ. მიქაუტაძეს საქალაქო ინსტანციაში უვადოდ გამწესება სურს.

გასაუბრება ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა მანამდე განცხადებები გააკეთეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, რომლებიც კანდიდატს უარყოფით შეფასებას აძლევენ და მიქაუტაძეს კლანური მმართველობის ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებენ.

„მას რამდენიმე წელი ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, თუ უნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა, მაგრამ, ჩემი აზრით, გაუმართლებელია და მისი მხრიდან არ არის სწორი ნაბიჯი, როდესაც მდივანია, აქვს უფლებამოსილების ვადა დარჩენილი და მაინც ყველა კონკურსში, ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ უვადო მოსამართლე გახდეს. მის მიმართ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები კლანთან დაკავშირებით, სიასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი მიქაუტაძის მიმართ პრეტენზიები აქვს ანა დოლიძესაც. ის ამბობს, რომ მის მიმართ არსებობს კითხვები, რომელსაც მიქაუტაძემ პასუხი უნდა გასცეს.

„გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაში არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი. პირველ რიგში, ეს ეხება აჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომელთან დაკავშირებითაც როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

თავად გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ აჭარაში მას თავს დაესხნენ და არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები. ის ანა დოლიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

„ეს არის ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტები, სადაც აშკარად ჩანს, რომ თავს დამესხნენ კონკრეტული განხილული საქმის გამო. სხვა მე შეხება ამ ადამიანებთან არ მქონია. ასე, რომ ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ის ბრალდებები, რომ, თითქოს, ჩემი მხრიდან ჰქონდა ძალადობას ადგილი. ეს არის სიცრუე,“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

გასაუბრება იუსტიციის საბჭო 2019-01-28
Tags გასაუბრება იუსტიციის საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

m²-მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

შემდეგი სტატია

“გალერის” თანამშრომელს, რომელსაც ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან, 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სტატიები

გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

დედაქალაქის მერი კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

18 სექ 2018
დარჩიაშვილი: ახალგაზრდა პანკისელები “ისლამური სახელმწიფოს”, თუ ხალიფატის “ხიბლიდან” უნდა გამოვიყვანოთ

დარჩიაშვილი: ახალგაზრდა პანკისელები “ისლამური სახელმწიფოს”, თუ ხალიფატის “ხიბლიდან” უნდა გამოვიყვანოთ

13 იან 2018

უახლესი ამბები

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge