NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“დაადგინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან!” – ეკა ბესელია მისი ფარული ჩანაწერის შესახებ განცხადებას ავრცელებს

“დაადგინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან!” – ეკა ბესელია მისი ფარული ჩანაწერის შესახებ განცხადებას ავრცელებს

28 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 953 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკა ბესელია მისი ფარული ჩანაწერის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ახალი შეტევა მიმდინარეობს.

ეკა ბესელიას თქმით, „პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი“, რომელიც ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროს დამზადდა, გუშინ გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგამოძიებო უწყებების პირველ პირებს – შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს, მიმართავს და დროულ რეაგირებას მომხდარზე დროულ რეაგირებას ითხოვს. დეპუტატი მოითხოვს გაირკვეს, ვინ იბრძვის მის წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით.

„ძალიან მოკლედ  და  გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე შეფასებების გარეშე:

ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული  ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით.

ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი.

მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების  ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები.  ბოლო პერიოდში ახალი  ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ.

ბოლო  ინფორმაცია რაც მომაწოდეს  გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს.

მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის  გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში.

მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის .

ეს იმიტომ ,რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან !!!

ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით?

ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ვის ხელში იყო ეს მასალა?

ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში…აღარ გავაგრძელებ! ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა  და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან?  ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით.საჯაროდ გამოავლინეთ!!!მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა,“ – აღნიშნულია ეკა ბესელიას განცხადებაში.

კომენტარები

მორალური ტერორი ფარული ჩანაწერი 2019-01-28
Tags მორალური ტერორი ფარული ჩანაწერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“უნდა მოვითხოვოთ, რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, ყველა ფორმატში, სადაც ჩვენი ადგილი არის”

შემდეგი სტატია

კოლექტიური მოძალადე დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“… ახლა მიფრთხილდით! – ბესელიას სკანდალური მიმართვა “ქართულ ოცნებას”

მსგავსი სტატიები

როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან – ექსპერტები ამ საკითხზე GSAC-ში მსჯელობენ

როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან – ექსპერტები ამ საკითხზე GSAC-ში მსჯელობენ

ირაკლი შალიკაშვილი 20 ნოე 2020
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ – შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ – შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2020
კოსმონავტის მოგზაურობა დედამიწაზე

კოსმონავტის მოგზაურობა დედამიწაზე

27 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge