არხიპ კუინჯის სურათი “ყირიმი”, რომელიც ტრეტიაკოვის გალერეიდან მოიპარეს 12 მილიონ რუბლად იყო დაზღვეული, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სურათის მოპარვა თავხედურად მოხდა: უცნობი მივიდა ტილოსთან, ჩამოხსნა, ამოიღო ჩარჩოდან და მიიმალა. ირგვლივ მყოფები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კედლიდან ტილო მუზეუმის თანამშრომელმა ჩამოხსნა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ძარცვას.
ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომლები ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, კომენტარისაგან თავს იკავებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
კომენტარები