NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

25 იან 2019 ახალი ამბები 573 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა. საგამოძიებო უწყებამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია “ტელეგრამის” მესენჯერში შექმნეს ჯგუფები – ე.წ. “drug-shop”-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა “მატანგაზე” – ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული – მ.ს. – აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა

„პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო” და ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ“, რომლებიც განკუთვნილი იყო “ტელეგრამში” არსებული ჯგუფების – ე.წ. “drug-shop”-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

„აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული “drug-shop”-ების ე.წ. “დამდებია“. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ,“ – განაცხადა ბორცვაძემ.

გარდა ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემის გამოვლენისა, საგამოძიებო უწყებამ ფონიჭალის დასახლებაში 3 ნარკორეალიზატორიც დააკავა.

კომენტარები

ნარკოდანაშაული სპეცოპერაცია 2019-01-25
Tags ნარკოდანაშაული სპეცოპერაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში, გორგასლის #39-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

შემდეგი სტატია

ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უვადო მოსამართლეების შერჩევა – არასამთავრობოები ოპოზიციას ხვდებიან

მსგავსი სტატიები

ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება

ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება

11 ივლ 2018
„ჩემზე ძალადობის ასამდე ისტორია მახსენდება“

„ჩემზე ძალადობის ასამდე ისტორია მახსენდება“

21 ნოე 2017

„ეს ის შემთხვევაა, როცა არცეთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას“

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge