მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინში – ღრმა კრიზისის შემდეგ, რომელშიც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა, პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პირველ სხდომას გამართავს.
ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე ელოდება ყველას, ე.წ ძველებსაც და ახლებსაც. დეპუტატების განცხადებით, ისინი ბოლო დროის სხვადასხვა აქტუალურ თემებს განიხილავენ, მათ შორის ცხადია საუბარი იქნება უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ.
„ჩვენ ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე და არ ვიჩხუბებთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები, რომელიც გვაქვს განვიხილოთ. ჩემთვის არ არის ცნობილი არავის გარიცხვის ან დაპირისპირების საკითხის განხილვა. რა თქმა უნდა ერთ-ერთი სამომავლო გეგმა არის უვადოდ მოსამართლეების გამწესება და ამ შემთხვევაში ბუნებრივია იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბევრი გვექნება სამსჯელო,“-აცხადებს სოფიო კილაძე.
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც როსტომ მეფის სასახლეში გაიმართება, მიწვევა მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში მყოფმა რვავე ფრაქციამ.
კომენტარები