NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჩინჩალაძის და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი

ჩინჩალაძის და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი

24 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 373 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩინჩალაძისა და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი – ამბობს ე.წ. ამბოხებული დეპუტატი გედევან ფოფხაძე. ის არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, რომელიც ამბობდა, რომ ეკა ბესელიამ და მისი გუნდის წევრებმა გუნდურობის პრინციპი დაარღვიეს. ფოფხაძის განცხადებით, გუნდისთვის არასოდეს უღალატია და ის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასაც არ აპირებს.

ფოფხაძე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მივიდა. გედევან ფოფხაძე არ ელის, რომ დღეს მისი ან სხვა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების გარიცხვის საკითხი დადგება. დეპუტატის განცხადებით, მას მხოლოდ ერთი პოზიცია აქვს, რომელსაც ბოლომდე დაიცავს – უვადოდ მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები უნდა დაინიშნონ.

„თუ შეიცვლება დღის წესრიგი არ ვიცი… სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი, გვაქვს ერთი კონკრეტული მიზანი, ღირსეული ადამიანები მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ყველა.

„კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის და საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ ღირსეული ადამიანები, არ შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეთ,“-ამბობს გედევან ფოფხაძე.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს ერთ-ერთ მთავარი განსახილველი თემა უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის საკითხი იქნება.

სავარაუდოდ, დღევანდელს სხდომაზევე გადაწყდება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედიც.

კომენტარები

კლანი მხარდაჭერა ღალატი 2019-01-24
Tags კლანი მხარდაჭერა ღალატი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“არ იქნება ერთი ნაბიჯით უკან დახევა”

შემდეგი სტატია

“ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგნენ”

მსგავსი სტატიები

იუსტიციის სახლი დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება

28 სექ 2018
მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ რეპრესიებს განახორციელებენ და არავინ იქნება ასარჩევი ბიძინა ივანიშვილის გარდა?! ასე არ მოხდება

მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ რეპრესიებს განახორციელებენ და არავინ იქნება ასარჩევი ბიძინა ივანიშვილის გარდა?! ასე არ მოხდება

ირაკლი შალიკაშვილი 09 სექ 2019

კიევის სასამართლომ დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი შეაჩერა

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge