NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბესელიას თანამოაზრეები ივანიშვილთან შეხვედრას ელოდებიან – ე.წ. ამბოხებულები უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდებიან

ბესელიას თანამოაზრეები ივანიშვილთან შეხვედრას ელოდებიან – ე.წ. ამბოხებულები უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდებიან

23 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 592 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილითან შეხვედრას ელოდებიან – რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

ხვალინდელი დღისთვის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან ეკა ბესელიას თანამოაზრეებიც, ასევე შეხვედრაზე მივა თავად  ბესელია, რომელიც სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს.

სხდომაზე  ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება.

ეკა ბესელიას თანამოაზრეები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროცესები რადიკალურად არ უნდა წარიმართოს.

მმართველი გუნდის წევრები არ ელოდებიან, რომ პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის ან ლევან გოგიჩაიშვილის გარიცხვაზე ისაუბრებენ.

„ვემიჯნები ასეთ ტერმინებს ახლები და ძველები, ბებრები და ახალგაზრდები, ცოლიანები და უცოლოები. ვემიჯნები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს დაგვყოფს და გავაფუჭებთ ყველაფერს. უგემოვნობაა ასე საუბარი, დაბალი დონე მგონია. საქმე კვალიფიკაციაშია, მსახურებაშია და კარგად ხედვაში პრობლემების,“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ხვალ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას არ ელოდება.

რომელიმე დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი.

„ასეთი დაპირისპირება და იქ ვიღაცის გაშვება-გამოშვება, ასეთი რამე ვერ იქნება. იმიტომ, რომ უმრავლესობა შედგება ფრაქციებისგან. თუ ვიღაც ადამიანებზეა ლაპარაკი, იმათმა ეს ფრაქციები უნდა დატოვონ. ეგრე არ არის, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას გარიცხავს. ლაპარაკი უფრო იმაზე იქნება, რომ ეს პროცესია და გამოჩნდება, თუ რაღაცებზე ვერ შეთანხმდებიან ადამიანები, შეიძლება მომავალში სხვა კონფიგურაცია მივიღოთ,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვა, რომ შეხვედრაზე გარიცხვაზე საუბარი არ იქნება.

„იმედი მაქვს, რომ ძირითადი დრო დაეთმობა შინაარსობრივ საუბარს და აქ გარიცხვაზე საუბარი არ იქნება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უადგილო შექმნილ ვითარებაში,“ – აცხადებს ნაცვლიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე სწორედ დადანაშაულების გამომწვევი მიზეზზე უნდა იმსჯელონ.

„მე მგონია, რომ ურთიერთ დადანაშაულების საფუძველი უნდა იყოს მთავარი განხილვის თემა და არა დადანაშაულება თვითონ. მთავარი არის საფუძველი, ე.ი. საფუძველში რაღაც არის არასწორი, ამიტომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა არა,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ამბოხებულები გარიცხვა 2019-01-23
Tags ამბოხებულები გარიცხვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხმაური ფოთის საკრებულოში – “ენმ-ის” წევრი შიმშილობის დაწყებას აანონსებს

შემდეგი სტატია

განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუციას

მსგავსი სტატიები

შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით – მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას ოპოზიციამ

შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით – მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას ოპოზიციამ

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2021

„მათ არამხოლოდ დაუშვეს, რომ საქართველოში რუსებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, არამედ…“

03 სექ 2018
ევტუშენკოვი, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, სამხედრო კრიმინალია – ის შოიგუს ბიზნესპარტნიორია, მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება

ევტუშენკოვი, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, სამხედრო კრიმინალია – ის შოიგუს ბიზნესპარტნიორია, მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება

ირაკლი შალიკაშვილი 27 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge