NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საკადრო ცვლილებები, ურჩი დეპუტატები და უვადო მოსამართლეები – მმართველ გუნდში შეხვედრა ჩაინიშნა

საკადრო ცვლილებები, ურჩი დეპუტატები და უვადო მოსამართლეები – მმართველ გუნდში შეხვედრა ჩაინიშნა

22 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 692 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის და რადიკალური გადაწყვეტილებების მოლოდინში – საპრეზიდენტო არჩევნების და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში, პარტიის თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრები პირველად ხუთშაბათს შეხვდებიან.

სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით ახალ მითითებას მისცემს. არსებული ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება გუნდის ურჩი წევრების მიმართ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ურჩი დეპუტატების თემა იქნება, თუმცა მიიღებენ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას ურჩი დეპუტატების გარიცხვასთან დაკავშირებით, ამაზე დეპუტატი არ საუბრობს.

„განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომას დაესწრება ყველა წევრი, უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მოწვევა სხდომაზე დასასწრებად,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს, აღნიშნულ საკითხზე არჩილ თალაკვაძე არ საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს შეცვლის თუ არა გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეს.

„მათ მხოლოდ ახლა მიიღეს მოწვევა და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მიწვევა, რომ დაესწროს უმრავლესობის სხდომას. ცვლილებები, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, პირველ რიგში ეხება პარტიაში ახალი კადრების მოყვანას. ეხება ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვას ქართული ოცნების საქმიანობაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ვფიქრობ, “რუსთავი 2”-ის მხრიდან ეს გადაითარგმა მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ საქმის კურსში იქნებით. ამ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

დეპუტატები საკადრო ცვლილება უვადო მოსამართლეები 2019-01-22
Tags დეპუტატები საკადრო ცვლილება უვადო მოსამართლეები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს – საფრანგეთი ელჩი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი და არავისთან მოსარიდებელი არ მაქვს – ფოფხაძე უმრავლესობის სხდომაზე დასწრებას გეგმავს

მსგავსი სტატიები

ოკუპანტების მიერ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცება – ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი

ოკუპანტების მიერ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცება – ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი

13 თებ 2019

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს

23 სექ 2018

სალომე სამადაშვილი პარტიის პოლისაბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

23 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

  • უკრაინის თავდაცვის მინისტრი: მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

    უკრაინის თავდაცვის მინისტრი: მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge