NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას

21 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 667 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს
საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძე ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. შეხვედრების შემდეგ საქართველოს ლიეტვუას პრემიერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანსა და გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, სადაც პრემიერის განცხადებით, საქარველოს  უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს.

“ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. 2019 წელი განსაკუთრებულია – ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი
წევრობისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ,”-განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ
გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.

“ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების
მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მტკიცე მშვიდობა საერთაშორისო საზოგადოება საქართველო სტაბილურობა 2019-01-21
Tags მტკიცე მშვიდობა საერთაშორისო საზოგადოება საქართველო სტაბილურობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები

შემდეგი სტატია

“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”

მსგავსი სტატიები

გამორჩეული პროფესიონალი” – მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თადუმაძე მართლმსაჯულებას გააჯანსაღებს

გამორჩეული პროფესიონალი” – მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თადუმაძე მართლმსაჯულებას გააჯანსაღებს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019

11 სექტემბერს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

10 სექ 2018
ნუ გეზარებათ მუშაობა, ძალიან გთხოვთ

ნუ გეზარებათ მუშაობა, ძალიან გთხოვთ

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2020

უახლესი ამბები

  • დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

    დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

  • გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

    გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

  • თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

    თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge