NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურე – საგარეო უწყება ცნობებს ლიბიაში მყოფი თურქული ხომალდის ადვოკატისგან ელის

გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურე – საგარეო უწყება ცნობებს ლიბიაში მყოფი თურქული ხომალდის ადვოკატისგან ელის

21 იან 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 756 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიიდან ამ დრომდე ელის. უწყებაში ამბობენ, რომ თურქული ხომალდის ადვოკატი ლიბიაში იმყოფება და ცდილობს, ვითარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაარკვიოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 23 წლის მეზღვაური დაპატიმრებულია, თუმცა ამას ოფიციალური წყაროები ლიბიიდან არ ადასტურებენ.

საქმეში ჩართულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ლიბიას და ასევე, სტამბოლოს საკონსულო, ვინაიდან გემი იყო თურქული კომპანიის მფლობელობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი იმედოვნებს, რომ დღის განმავლობაში კაიროდან დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

„გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი იმყოფება ლიბიაში და ცდილობს იქ დეტალების გარკვევას. გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ცნობილია ის, რომ 7 იანვარს ჩვენი მეზღვაური, რომელიც მორიგეობდა გემბანზე, მეორე დღეს შემცვლელმა ის ვეღარ ნახა ანუ ფაქტიურად მოხდა მისი გაუჩინარება და დღემდე რაიმე დეტალი აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის უცნობია. ჩვენი საელჩო არის კონტაქტზე ზოგადად ლიბიურ მხარესთან, ანუ საელჩოს მეშვეობით კაიროში  და  დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ. ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს იყოს ნაკლებად სავარაუდო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაშინ გემის დანარჩენი წევრები შესაბამის ჩვენებას ინფორმაციას გაავრცელებდნენ. თუმცა ვერცერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის,“ – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

თურქული გემი ამ დროისთვის ლიბიაშია დაპატიმრებული. ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე 7 იანვარს ლიბიაში გაუჩინარდა. ახლობლებს მომხდარის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.

დავით რაზმაძის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დროულ გამოძიებას ითხოვენ.

კომენტარები

გაუჩინარებული ლიბია საგარეო უწყება ქართველი მეზღვაური 2019-01-21
Tags გაუჩინარებული ლიბია საგარეო უწყება ქართველი მეზღვაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნას უცხოელ ექსპერტთა საბჭო – გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს

შემდეგი სტატია

ივანიშვილს ეზიზღება ქართველები, გამორჩეულად ეზიზღება საქართველოს რამდენიმე კუთხე – მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან

მსგავსი სტატიები

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტზე უარი უთხრა

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტზე უარი უთხრა

სოსო ელისაშვილი 02 მაი 2019
სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია

სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2022
„ყველაზე კარგ ხასიათზე დამაყენა ბოლო არაჩვეულებრივმა გამოსვლამ, უნდა მოინდომო, რომ ასეთი გენიალობა თქვა” – ბესელია ზარდიაშვილზე საუბრობს

„ყველაზე კარგ ხასიათზე დამაყენა ბოლო არაჩვეულებრივმა გამოსვლამ, უნდა მოინდომო, რომ ასეთი გენიალობა თქვა” – ბესელია ზარდიაშვილზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 11 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge