NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს დასაწყისია მოძრაობისა, რომლითაც დამთავრდება კლანური მმართველობა” – აქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები შეუერთდნენ

„ეს დასაწყისია მოძრაობისა, რომლითაც დამთავრდება კლანური მმართველობა” – აქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები შეუერთდნენ

21 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 773 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს”,”კლანი წავიდეს სახლში”  – ამ მოწოდებებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან სამოქალაქო სექტორის აქცია გაიმართა.  საბჭოს მოსამართლე წევრების წინააღმდეგ აქციას საბჭოს არამოსამართლე წევრებიც შეუერთდნენ.

თუმცა, როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, ის როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ შეუერთდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქოს საზოგადოებისა სხვადასხვა ჯგუფების მთავარ მოთხოვნას – გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი.

ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ პირები, რომელთა გადადგომასაც არასამთავრობოები ითხოვენ დიდი მორალური პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, ჯანეზაშვილი ეჭვობს, რომ მოსამართლეები გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

„მაშინ როდესაც იუსტიციის საბჭოს მდივანი ურცხვად აცხადებს, რომ ის იმსახურებს სისტემაში დარჩენას და უნდა კარიერის დაგეგმვა, მაშინ, როდესაც მურუსიძე ინიშნება უვადოდ, მაშინ როდესაც ჩინჩალაძეს აქვს პრეტენზია, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ალბათ შემდეგ თავმჯდომარეობასაც მოისურვებს,  მე არ მაქვს იმედი, რომ ამ ადამიანებს მორალური პასუხისმგებლობა შეაწუხებთ და გადადგებიან. ამიტომ არ ვიცი რა შედეგები მოჰყვება ამ მოთხოვნებს, მე როგორც საბჭოს წევრი გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, რადგან საბჭოს წევრი ვარ , მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს თუ ვინ მართავს სასამართლო სისტემას“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ იწყება მოძრაობა, რომელიც დაასრულებს სასამართლოში კლანურ მმართველობას.

„ეს არის დასაწყისი მხოლოდ მოძრაობისა, რომლის მიხედვითაც, დამთავრდება კლანური მმართველობა სასამართლოში და სასამართლოში ჩვენ შევიყვანთ სუფთა, დამოუკიდებელ ადამიანებს, რომლებიც დაემორჩილებიან მხოლოდ სინდისსა და კანონს,“-აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ადვოკატები.

მათ დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანური მმართველობა 2019-01-21
Tags აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანური მმართველობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს”,”კლანი წავიდეს სახლში” – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაიწყო

შემდეგი სტატია

სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნას უცხოელ ექსპერტთა საბჭო – გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს

მსგავსი სტატიები

“ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და გარემოცვაა”

“ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და გარემოცვაა”

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2022

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ იწყება

30 ნოე 2018
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ირაკლი შალიკაშვილი 08 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge