რუსულ ინტერნეტსივრცეში “გეებზე მონადირეების” მოძიების განცხადება გავრცელდა. თანამშრომლობისათვის იწვევენ “აგრესიულ, სპორტულ ახალგაზრდებს”, რომლებიც საბრძოლო ტექნიკას ფლობენ. “არასწორი” ორიენტაციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში, ორგანიზატორები 300 000 რუბლის გადახდის პირობას დებენ.
განცხადება გამოქვეყნდა საიტზე «Пила», 19 იანვარს. აღნიშნული საიტი 2014 წელს შეიქმნა. “მონადირეების” ამოცანებში შედის: სექს-უმცირესობების გამოვლენა, ლგბტ აქციების ჩაშლა, ჩხუბის მოწყობა გეი-კლუბებში, მათი ცემა და ლგბტ წარმომადგენელთა ჩეჩნეთში გადაყვანა.
“მკვლელობის გარდა, პრაქტიკულად ყველაფერი დასაშვებია”, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ფოტო ახლავს.
კომენტარები