NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხელშეკრულება “გაზპრომთან” – ოპოზიცია ეჭვობს, რომ კომპანია ხელისუფლების კაბალურ შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს

ხელშეკრულება “გაზპრომთან” – ოპოზიცია ეჭვობს, რომ კომპანია ხელისუფლების კაბალურ შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს

18 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 774 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“გაზპრომთან” ხელშეკრულება – ოპოზიცია ეჭვობს, რომ “გაზპრომი” ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკურლებაზე დაიყოლიოს, რის გამოც ხელის მოწერა ამ დრომდე ჭიანურდება.

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენოს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველო რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, დეპუტატი ხელისუფლებას ტრანზიტის პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არაფრით არ ვართ დაკავშირებული უკვე რუსეთთან და ვერ მოგვატყუებენ, რომ რუსული გაზის გარეშე საქართველოს მოსახლეობა გაგვეყინება ზამთარში, ეს დემაგოგიური ხერხები ვერ გაჭრის. ჩვენ არაფრით არ ვართ დამოკიდებულ რუსულ გაზზე და პირობებს ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, როგორც ამ მილსადენის მქონე ქვეყანა და არა რუსეთი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლებას “გაზპრომთან” გასულ წელს დადებული ხელშეკრულების პირობების გამო, საპარლამენტო უმცირესობის მდივანი და ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ირაკლი აბესაძე აკრიტიკებს .

დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის შეთავაზებულ პირობას დათანხმდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წელს “გაზპრომთან” მოლაპარაკებისას უკვე გადადგა ქვეყნის ინტერესების, პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი, როდესაც უარი თქვა გარანტირებული გაზის მოცულობაზე, რომელსაც იღებდა ხელისუფლება სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ და ამის ნაცვლად, დათანხმდა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პირობას, ფასის გადახდის სანაცვლოდ გვეყიდა რუსეთისგან… ყველაზე საინტერესოა, რომ დღემდე ეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულება დეპუტატებისთვისაც კი არის უცნობი,“ – აცხადებს აბესაძე.

ხელშეკრულების გარკვეული პირობების გასაჯაროების საჭიროებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არ უნდა არსებობდეს.

„რუსეთი რომ ჩვენი ინტერესებით არ იხელმძღვანელებს, ახლა ამაში მგონი, ახალი არაფერია. ამ მოლაპარაკებებში ჩვენ მაქსიმალურის მიღწევა უნდა შევძლოთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ გამჭვირვალობა, სწორედ ამ მოლაპარაკების, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კომერციული საიდუმლოების მიღმა უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ კითხვები, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს საზოგადოებაში ამ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

“გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შესახებ კონკრეტული განცხადება დღეს პრემიერმა არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას გააგრძელებს, თუმცა, არ დააკონკრეტა, როდის დაიდება ახალი ხელშეკრულება.

კომენტარები

გაზპრომი ხელისუფლება 2019-01-18
Tags გაზპრომი ხელისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

შემდეგი სტატია

წითელას ეპიდემია – ქუთაისში, კლინიკა “მედიქალსიტი”-ში 10 პაციენტი მკურნალობს

მსგავსი სტატიები

„როდის იყო, რომ ისლამის ფუძემდებლებს სომხები ხმას აძლევდნენ?“

„როდის იყო, რომ ისლამის ფუძემდებლებს სომხები ხმას აძლევდნენ?“

24 ოქტ 2017
ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 ოქტ 2020
მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის ჰქონდეს რაღაც ხარჯი – გიული ალასანია 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე

მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის ჰქონდეს რაღაც ხარჯი – გიული ალასანია 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge