საბრძოლო თვითმფრინავები Су-34 , შორეულ აღმოსავლეთში, შესაძლოა პილოტების შეცდომის გამო შეეჯახნენ, ამის შესახებ ТАСС წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
დილით, ორი გამანადგურებელ- ბომბდამშენი Су-34 იაპონიის ზღვის თავზე, სასწავლო ფრენის დროს შეეჯახნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. მფრინავების ძებნაში მონაწილეობას მიიღებს წყნარი ოკეანის ფლოტის ექვსი გემი და ორი სამოქალაქო ხომალდი.
კომენტარები