NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოსამართლეთა სია და შერჩევის კრიტერიუმები – უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს ხვდებიან

მოსამართლეთა სია და შერჩევის კრიტერიუმები – უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს ხვდებიან

17 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 389 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და საკანონმდებლო რეგულაციები – იუსტიციის არამოსამართლე წევრები და საპარლამენტო უმცირესობა შექმნილ ვითარებაზე შეხვედრაზე მსჯელობს.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებს და პროცედურებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეირჩნენ.

„საპარლამენტო უმრავლესობას არ ვარ დარწმუნებული, რომ ღვიძავს, იმიტომ, რომ ორი წელია, ყოველ ორშაბათს მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვაყენებთ იმ საკითხს, რომ ნელ-ნელა სასამართლო ხელისუფლებას ხელში იგდებს და უზურპირებას უკეთებს კლანი და მხოლოდ ახლა იღვიძებს, როგორც ჩანს, უმრავლესობა და აპირებს, რომ ცოტა ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ჩვენ თანამშრომლობის ხელი, მიუხედევად ამისა, რა თქმა უნდა, გავიწვდინეთ ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ“- აცხადებს დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების მზადყოფნას გამოთქვამენ. ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩინჩალაძე და მისი მეგობრები, უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში ვერ მოხვდნენ.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა არსებული სია უკან იქნება გაწვეული, ხოლო ახალი სია კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიწერება.  დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის ინიციატივას დეტალურად განიხილავენ.

„ბუნებრივია, ჩვენი ინტერესია, რომ შევხვდეთ, მათთან ერთად გავიაროთ ეს კრიტერიუმები და შევჯერდით იმისთვის, რომ გამოვიდეთ იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც საქმე შეიყვანა „ ქართულმა ოცნებამ“ და იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის სასამართლომ“- ამბობს ” ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

კომენტარები

მოსამართლე უმაღლესი საბჭო შერჩევის კრიტერიუმები 2019-01-17
Tags მოსამართლე უმაღლესი საბჭო შერჩევის კრიტერიუმები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ვიღაცას ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია

შემდეგი სტატია

იმედია საგამოძიებო ორგანოები სწრაფად შეისწავლიან აფეთქების მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს

მსგავსი სტატიები

„მიხედეთ ამ დედააფეთქებულ მაღაროებს“

05 აპრ 2018
ირაკლი კობახიძე ელიზაბეტ მილარდს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ელიზაბეტ მილარდს შეხვდა

06 თებ 2018
რეგულარულად გვიწევს იმ მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება

რეგულარულად გვიწევს იმ მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება

ირაკლი შალიკაშვილი 05 სექ 2019

უახლესი ამბები

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

  • ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

    ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

  • რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

    რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

  • როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

    როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

  • დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

    დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

  • უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება

    უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება

  • სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან

    სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან

  • „ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს – სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

    „ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს – სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

  • იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა – თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

    იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა – თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge