NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოსამართლეთა ე.წ. შავი სია – ეკა ბესელია არასამთავრობოებს ხვდება და შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობს

მოსამართლეთა ე.წ. შავი სია – ეკა ბესელია არასამთავრობოებს ხვდება და შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობს

17 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 881 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტერიუმების შემუშავების მიზნით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ეკა ბესელია ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.

მესამე სექტორი სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულებასა და სამუშაო ჯგუფში მათი წარმომადგენლების რიცხვის გაზრდას ითხოვს. ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფში მათ მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლებათ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე იმედოვნებს, რომ ეკა ბესელიასგან მოსამართლეთა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალების მოისმენს.

მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევაში იღებენ მონაწილეობას, მიმართავს და სასამართლო ხელისუფლებიდან წასვლას ურჩევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ ეკასგან მოვისმინოთ ის პროცესები, რომელიც მიდიოდა კულისებში და რომელიც უკავშირდებოდა უზენაეს სასამართლოში ამ 10 ადამიანის, ამ სიის გატანას დეკემბერშივე და რომელიც თავიდან იქნა აცილებული როგორც პარლამენტის წევრთა ნაწილის, ასევე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრის აქტიური ქმედებებით. ის ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ კეთილსინდისიერების კრიზისი, რადგანაც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში პირადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვგულისხმობ, წავიდნენ სასამართლო ხელისუფლებიდან და მისცენ სასამართლოს საშუალება, რომ ის დაკომპლექტდეს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, კრიტერიუმების დახვეწის მიუხედავად, თუ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება, ღირსეული მოსამართლეების შერჩევის შესაძლებლობა მაინც დაბალი იქნება.

„რაც არ უნდა კარგი კრიტერიუმები უნდა დავადგინოთ ჩვენ, თუ საბჭოს ის შემადგენლობა იქნება სრული უმრავლესობით, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ღირსეულ და დამოუკიდებელ კანდიდატებს არ აქვთ შანსი, რომ გახდნენ სასამართლოს მოსამართლეები. ამიტომაც, მე მგონია, რომ ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ არა მარტო კრიტერიუმებსა და პროცესზე, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, არამედ მათ შორის, გამოსავალზეც,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

მმართველ გუნდში დაპირისპირება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას წასვლით დასრულდა, მოსამართლეთა 10-კაციან სიას უკავშირდება. ბესელია და მისი მომხრეები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ.

კომენტარები

მოსამართლე შავი სია 2019-01-17
Tags მოსამართლე შავი სია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრაგედია დიღომში – სამედიცინო დაწესებულებაში ორი ადამიანი რჩება

შემდეგი სტატია

თუ ვიღაცას ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია

მსგავსი სტატიები

ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” საკუთარ გუნდში

ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” საკუთარ გუნდში

ირაკლი შალიკაშვილი 01 სექ 2020
რატიანი – უკვე მერამდენე წელიწადია უმრავლესობა საზოგადოებას ნარკოპოლიტიკის შეცვლას ჰპირდება

რატიანი – უკვე მერამდენე წელიწადია უმრავლესობა საზოგადოებას ნარკოპოლიტიკის შეცვლას ჰპირდება

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

30 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge