NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„როგორ შეიძლება ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი“

„როგორ შეიძლება ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი“

17 იან 2019 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1283 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, თბილისში, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს, 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ელისაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო და მიუხედავად ამისა, იქ არაერთი ოჯახი ცხოვრობდა. ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი კორუფციაზე მიუთითებს.

„როგორ შეიძლება ექსპლუატაციის გარეშე, ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი. საქმე გვაქვს კორუფციასთან. სად იყო ზედამხედველობის სამსახური. ვერ დაინახეს, რომ იქ ოჯახები იყვნენ შესახლებულები. ან სად იყო ყაზტრანსგაზის უსაფრთხოების სამსახური, როგორ შესახლდა იქ ხალხი, როდესაც არ იყო შემოწმებული.

ვიღაცამ სადღაც გადაიხადა. ჩვენ გვაქვს საქმე თბილისის მერიის კორუფციასთან, რომელიც საერთოდ გაიხრწნა და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ,“-აცხადებს ელისაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი კომპანია „ყაზტრანსგაზსა“ და ხელისუფლებას შორის არსებულ გარიგებებზე საუბრობს. ელისაშვილი კომპანიისთვის დავალიანების ჩამოწერის ფაქტს იხსენებს. ის ასევე ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზს“  ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ფლობს, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს არსებულ ეჭვებს.

„მამუკა ბახტაძემ მოაწერა ამას ხელი, 100 მილიონიანი დავალიანება თითქმის ჩამოაწერა ყაზახურ კომპანია „ყაზტრანსგაზს“ და შემდეგ ძალიან საეჭვოდ გადაიყიდა, საეჭვოდ იმდენად რამდენადაც სტრატეგიული ობიექტი, საქართველოს დედაქალაქის გაზმომმარაგებელი კომპანია გაიყიდა ოფშორში, სადღაც მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიაზე.

ეს კომპანია ვიცით, რომ არის ხვიჩა მაქაცარიასი,  ვისიც არის მაგალითად, სამარშუტო კომპანია თბილისის და ვიცით, რომ ისინი არიან ბიზნეს პარტნიორები კალაძის. მოკლედ, თბილგაზი ჯიბეში ჩაიდეს ოქტომბერში, კალაძემ და მაქაცარიამ,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

ალეკო ელისაშვილი კორუფცია მერია 2019-01-17
Tags ალეკო ელისაშვილი კორუფცია მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დაპირისპირება საჯარო დამცირებაში გადაიზარდა

შემდეგი სტატია

არის აუცილებლობა, დამატებითი რეგულაციები იყოს შემოღებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – მმართველი გუნდი დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

მსგავსი სტატიები

„ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები“

19 აპრ 2018
ხათუნა სამნიძე: მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებენ „ქართულმა ოცნებამ“ კურსი შეცვალოს

ხათუნა სამნიძე: მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებენ „ქართულმა ოცნებამ“ კურსი შეცვალოს

ნინო ჩხეიძე 24 იან 2023
კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა ჩვენი მხრიდან პროცესი კონტროლდება

კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა ჩვენი მხრიდან პროცესი კონტროლდება

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge