NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შერჩევის კრიტერიუმები – უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ინიციატივა პარლამენტში წარადგინეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შერჩევის კრიტერიუმები – უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ინიციატივა პარლამენტში წარადგინეს

15 იან 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 415 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.

5 საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ მთავარი პრინციპი უნდა იყო შერჩევი პროცესის გამჭვირვალობა.

ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა კომპეტენტურ და კვალიფიციურ იურისტს უნდა გააჩნდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იმედის გამოთქვამს, რომ მათ მიერ შეტანილ წინადადებებს პარლამენტი უყურადღებოდ არ დატოვებს.

„მთავარი ამ 5 პრინციპში არის ის, რომ იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად. ანუ, ყველა წევრმა, არა მარტო მოსამართლე წევრებმა და პარლამენტის  მიერ დანიშნულმა მოსამართლეებთან ალიანსში მყოფმა წევრებმა მისცენ ხმა მოსამართლე კანდიდატებს. ეს ყველაფერი, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა იყოს გამჭვირვალედ, ეს პროცესი უნდა ნახოს ყველამ, იქნება ეს ზუგდიდში თუ სიღნაღში და ყველა კვალიფიციურ და კომპეტენტურ იურისტ უნდა ჰქონდეს საშუალება ღია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს ამ წინადადებებს,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იმ კრიტერიუმების შესახებ საუბრობს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მოსამართლეების არჩევა უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება.

„თუკი იქნება ღია კონკურსი, ღია გასაუბრება, რომელიც იქნება ტრანსლირებული კომუნიკაციების სხვადასხვა გზებით, თუკი კი იქნება საერთოდ კონკურსი გამოცხადებული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ კონკურსი აქამდე არ გამოცხადებულა, და თუკი იქნება ეს 5 პრინციპი საერთო ჯამში მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ის, რომ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილები და მიქაუტაძეები მოხვდნენ სიაში. საბჭოს გაუჭირდება ასეთ ვითარებაში მიიღოს აშკარად მიკერძოებული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო დასაბუთებული ინფორმაცია, ვიდრე ეს აქამდე ჰქონდა. მერე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ვის დაუჭერს მხარს პარლამენტი და ვის არა,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილი.

კომენტარები

მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტი უზენაესი სასამართლო უმაღლესი საბჭო 2019-01-15
Tags მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტი უზენაესი სასამართლო უმაღლესი საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რაში უნდა მაინტერესებდეს კახეთში სუს-ის უფროსი შეიცვლება თუ არა”

შემდეგი სტატია

„მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო” – კობახიძე ბესელიას პოსტიდან ჩამოშორების თემაზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა.

27 ივნ 2018
ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD – ტარანტინოს სამომავლო ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს მსახიობი ბრედ პიტიც უერთდება

ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD – ტარანტინოს სამომავლო ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს მსახიობი ბრედ პიტიც უერთდება

სოსო ელისაშვილი 03 მარ 2018
ქართულ საზოგადოებას ნათელი პოზიცია აქვს დავით კეზერაშვილის წარსულის მიმართ

ქართულ საზოგადოებას ნათელი პოზიცია აქვს დავით კეზერაშვილის წარსულის მიმართ

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge