NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»H1N1-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა – ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო ქსელების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

H1N1-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა – ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო ქსელების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

15 იან 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1088 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დროისათვის  ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის გავრცელების ბოლო მონაცემების და პრევენციული ზომების შესახებ შეხვედრა იმართება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სააფთიაქო ქსელებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ვირუსის გავრცელების ტენდენცია გასულ კვირასთან შედარებით კლებადია. დეკემბრის ბოლოს ვირუსით დავადებულთა რაოდენობა 277 იყო, დღეის მდგომარეობით კი, მათი რაოდენობა 273 -მდე შემცირდა.

„ პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით უკვე 273 -ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგანაც რაოდენობების შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა ამითი. არა, რა თქმა, უნდა და დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო“- აცხადებს სერგეენკო.

ანტივირუსულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განმარტება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსის ვაქცინაცია არ შედის სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის, თუმცა არსებული ვითარების და ვაქცინაციის გაზრდილი მოთხოვნილების გამო უწყებამ დამატებით 300 ერთეულის ყიდვა გადაწყვიტა.

„სეზონი როცა იწყება იმ დროს ვაქცინაციის რაოდენობა რადიკალურად იკლებს.  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინათაჩამონათვალში არ შედის. ის არის ნებაყოფლობითი. გარკვეული პანიკის და აჟიოტაჟის გამო, სახელმწიფოში რაც ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებული ქვეყანაში არაფერი არ ხდება, რაც არ ყოფილა ასეთი. ამიტომ იმ ვაქცინასთან დაკავშირებითაც ასეთია გადაწყვეტილება დღეს, რომ სახელმწიფო დამატებით კიდევ ყიდულობს ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც შემოვა, დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში“- ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე ასევე, ამბობს, რომ წინასწარი პრევენციის მიზნით რისკჯგუფებში მყოფ პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ვირუსის საწინააღმდეგო აცრები.

რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ ტამიფლუს“, მისი მარაგი სახელმწიფოში არსებობს და ის უფასოდ უკვე 15 000 ადამიანზე გაიცა.

კომენტარები

H1N1 გარდაიცვალა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტრო 2019-01-15
Tags H1N1 გარდაიცვალა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო” – კობახიძე ბესელიას პოსტიდან ჩამოშორების თემაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

“თემირლანი და ტერორისტი?” – მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოში დავობენ

მსგავსი სტატიები

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში ხეები ირგვება

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018

ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები

21 ოქტ 2017
აშშ-ს პრეზიდენტის Twitter-ის გვერდი 11 წუთით გათიშეს

აშშ-ს პრეზიდენტის Twitter-ის გვერდი 11 წუთით გათიშეს

03 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge