NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თეგეტა ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურებას – კომპანია 2018 წელს აჯამებს

თეგეტა ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურებას – კომპანია 2018 წელს აჯამებს

14 იან 2019 ახალი ამბები 319 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ და შპს „თეგეტა აკადემიას“. მიმდინარე წელს თეგეტა მოტორსმა წარმატებით გაიარა C ტიპის ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, კომპანიამ დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სისტემები, ასევე, დაიწყო მუშაობა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის კუთხით გარე საკონტროლო აუდიტზე.

თეგეტა მოტორსი გახდა პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. კორპორაციული მმართველობის სრულყოფის მიზნით, თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC). პროექტის მიზანია არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

კომპანიამ გააფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსხვილ მწარმოებლებთან და მათი ოფიციალური „რითეილ პარტნიორი“ გახდა საქართველოში. თეგეტა მოტორსის პორტფელს დაემატა 40-მდე წამყვანი ბრენდი – მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთების და სპეცტექნიკის მიმართულებით.

თეგეტა მოტორსმა ქ. ბაქოში გახსნა მესამე ფილიალი. 2018 წელს კომპანია მოემსახურა 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორაციულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისთვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

კომპანიაში 1 500-ზე მეტი კადრია დასაქმებული, აქედან 2018 წლის პერიოდში 450 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ უმრავლესობა „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულია. „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და

მათი შემდგომი დასაქმება. აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება სასწავლო პროგრამა – ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა 1 წელიწადი და 8 თვეა. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერტიფიკატო კურსებს.

თეგეტა მოტორსი დღეისთვის ქ. ბათუმში ფლობს 2 ფილიალს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფილიალების მასშტაბი ვეღარ უზრუნველყოფს სათანადო გამტარობას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, 2019 წელს კიდევ ერთი მულტიბრენდული მეხუთე კატეგორიის ფილიალი გაიხსნას, რომელიც მოემსახურება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებს და სპეცტექნიკას. პროექტის ფარგლებში ბათუმში პირველად გაიხსნება ტექნიკური მომზადების ცენტრი „თეგეტა აკადემია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, საავტომობილო სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.

თეგეტა მოტორსი წარმოადგენს Porsche-ს, Mazda-ს, Toyota-ს, MAN-ს და JCB-ის ბრენდებს საქართველოში. აღნიშნული ბრენდები არ არის წარმოდგენილი აჭარის რეგიონში, ბათუმის პროექტი კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ეს ბრენდები თბილისის შემდეგ უკვე ბათუმშიც წარმოადგინოს. პროექტში გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცეები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკისთვის.

თეგეტა მოტორსი აგრძელებს მუშაობას დამატებითი სერვისების მიმართულებით. მობილური აპლიკაცია გარკვეულწილად თანამედროვეობის მოთხოვნაა, თეგეტას აპლიკაცია შეიქმნა ყველა უახლესი სტანდარტის გათვალისწინებით. ის უზრუნველყოფს ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნას, სადაც თეგეტას ყველა ციფრული სერვისი და ინფორმაციაა თავმოყრილი, მომხმარებელი მარტივი რეგისტრაციით იღებს წვდომას თეგეტას ყველა სერვისზე. თეგეტას მობილური აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას სერვისცენტრში წინასწარი რეზერვაციის გავლა, აქციებისა და ფასდაკლებების მონიტორინგი, სასურველი ფილიალის მოძებნა და მიმართულების მიღება, ავტომობილების დამატება და მიღებული სერვისების ისტორიის შენახვა. მნიშვნელოვანია აპლიკაციაში მომხმარებლის პირადი გვერდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი დარეგისტრირებული ვიზიტორი მის მიერ თეგეტაში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის, მიღებული ფასდაკლებისა და თეგეტა ქარდზე დაგროვილი ქულების შესახებ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. სამომავლო გეგმები ითვალისწინებს

აპლიკაციაში ინოვაციური პროდუქტების დამატებას, როგორიცაა, მაგალითად, ონლაინმაღაზიისა და თეგეტა კომფორტის ინტეგრაცია.

თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია, მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. თეგეტას ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

კომენტარები

2019-01-14
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა

შემდეგი სტატია

მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებაზე გუნდის ვერცერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს დაუჭერს

საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს დაუჭერს

01 სექ 2018

სემეკ-მა წყალმომარაგების კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები შეათანხმა

18 დეკ 2017
კოჟორიძე: ჩვენ სწორად მიგვაჩნია უმრავლესობის ჩართვა ამ პროცესში და დღესაც მზად ვართ, შევხვდეთ

კოჟორიძე: ჩვენ სწორად მიგვაჩნია უმრავლესობის ჩართვა ამ პროცესში და დღესაც მზად ვართ, შევხვდეთ

16 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge