NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს – ოპოზიცია ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს

პრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს – ოპოზიცია ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს

14 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 964 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველო“ პრემიერმინისტრისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ოპოზიცია მამუკა ბახტაძეს პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილი საახალწლო მილოცვის გამო მწვავედ აკრიტიკებს.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს პრორუსული ძალების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.

„ევროპული საქართველოს” სახელით, მე მსურს, მივმართო პრემიერმინისტრს და მოვითხოვო განმარტება, რას ნიშნავს ეს მილოცვა. დარწმუნებული ვარ, მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს პიროვნება, გარდა იმის, რომ კორუფციისთვის იყო მსჯავრდებული, არის ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული,” – ამბობს კანდელაკი.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის სახელით მილოცვა ძალიან ბევრმა დამსახურებულმა სამხედრო მოსამსახურემ არ მიიღო და სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს.

„საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ვის ინტერესებს ატარებს საქართველოში და რომ ეს პიროვნება რეალურად გამოდის ჩვენი ინტერესების, ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ. ჩვენ დავუკავშირდით არა ერთ დამსახურებულ სამხედროს, რომლებსაც აქვთ მიღებული ჯილდოები, მათ შორის, 2008 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისთვის და მათ ანალოგიური მისალოცი ბარათები პრემიერმინისტრისგან არ მიუღიათ და ჩვენ მივმართავთ პრემიერმინისტრს კითხვით – რას ნიშნავს ეს, რა ნიშნით გამოარჩია მან ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ბატონი წითელაშვილი,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული,  „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო.

გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა  თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯანელიძემ ეს საქმე არ გამოიძია.

კომენტარები

ოპოზიცია საახალწლო მილოცვა 2019-01-14
Tags ოპოზიცია საახალწლო მილოცვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა

შემდეგი სტატია

როგორც ემსახურებოდნენ წინა რეჟიმს, ასევე ჩადგნენ ახალი რეჟიმის სამსახურში – ბარამიძე სასამართლოში არსებულ კლანზე

მსგავსი სტატიები

დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო

დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო

01 ივლ 2018
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა

შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა

14 იან 2018

ეკა ბესელია საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge