NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე – კახიანი ბესელიას “ქართული ოცნებიდან” შესაძლო გარიცხვაზე

ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე – კახიანი ბესელიას “ქართული ოცნებიდან” შესაძლო გარიცხვაზე

11 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. უთანხმოების გაცხადებული მიზეზი კვლავ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიაა, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინ გავრცელებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილი ღიად ამბობს, რომ ეკა ბესელია გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ დაპირისპირება ისე გამწვავდება, რომ ერთად ყოფნა შეუძლებელი გახდება.

თუმცა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ჯერჯერობით „ოცნებას“ ბესელიას და მისი თანამოაზრეების გარიცხავზე არ უმსჯელია.

„მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე. იმედი მაქვს , რომ ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, მისი უმრავლესობიდან გაყვანის თაობაზე, თუმცა რა თქმა უდნა გუნდურობის პრინციპი, გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და დაპირისპირება იმდაგვარ სახეს მიიღებს, რომ უკვე ერთად ყოფნა იქნება შეუძლებელი, ბუნებრივია ამის შემდგომ უკვე შესაბამისი მსჯელობებიც იქნება,“-აცხადებს გიორგი კახიანი.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტის ნიშნად, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

ბესელიას წინააღმდეგ ე.წ. ახლებს მხარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა ბესელია და ფოფხაძე მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი პარტიის სხდომაზე შესაძლოა ბესელია და ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხონ.

კომენტარები

გარიცხვა დამოკიდებული ქართული ოცნება 2019-01-11
Tags გარიცხვა დამოკიდებული ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

შემდეგი სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტში წარდგენის კრიტერიუმების განსაზღვრაზე გუნდში კონსენსუსია

მსგავსი სტატიები

„ბატონო კაკო, მე მგონი, თქვენ უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს“

27 ივნ 2018
აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად საღამოს 10:00 საათამდე, შემდეგ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი

აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად საღამოს 10:00 საათამდე, შემდეგ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019
ზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ხუნდაძე უმრავლესობის სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელის

ზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ხუნდაძე უმრავლესობის სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელის

06 თებ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge