NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – დავით ჭიჭინაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – დავით ჭიჭინაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

11 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 709 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი აზრით, როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს.

„ვინც ხალხისას ვერ გებულობს, ის მიდის ხელისუფლებისგან და მერე მოდის სხვა, ვისაც საზოგადოების უფრო კარგად ესმის. ეს იმდენად მძაფრი საკითხია, რომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ, შესაბამისად, ვნახეთ, უსამართლობაზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტის ყველა ფორმას მიიღებენ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

კომენტარები

დაპირისპირება ვადამდელი არჩევნები ქართულ ოცნება 2019-01-11
Tags დაპირისპირება ვადამდელი არჩევნები ქართულ ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – გედევან ფოფხაძე თანაგუნდელებს პასუხობს

შემდეგი სტატია

ია კერზაიას საქმე – ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება

კახა კალაძე: ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2021
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ნინო ჩხეიძე 26 თებ 2022
700 ათას ლარად ნაყიდი ინვენტარი, რომელსაც სპორტსმენებამდე არ მიუღწევია – ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

700 ათას ლარად ნაყიდი ინვენტარი, რომელსაც სპორტსმენებამდე არ მიუღწევია – ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

05 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge