NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

11 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 828 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში და დაანონსებული შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში – ამბოხებული დეპუტატების ბედი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება.

სწორედ მმართველი პარტიის სხდომაზე გადაწყდება დარჩებიან თუ გაირიცხებიან გუნდიდან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ე.წ. ახლებთან დაპირისპირებულ სხვა დეპუტატები.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ღიად უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე, სწორედ პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება განიხილება. თუმცა მისივე თქმით, გუნდში ჯერ კიდევ არსებობს პოზიციების დაახლოების რესურსი.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიას, რაც მმართველ გუნდში დაპირისპირების ბოლო თემად იქცა, ცქიტიშვილის ინფორმაციით, ათკაციანი სია შესაძლოა არ დაკორექტირდეს.

ცქიტიშვილის განცხადებით, სიის შეცვლა არ შეცვლის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს,  მაგრამ თუ იგივე დარჩება ამ საკითხზე ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტის ნიშნად, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

ბესელიას წინააღმდეგ ე.წ. ახლებს მხარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა ბესელია და ფოფხაძე მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი პარტიის სხდომაზე შესაძლოა ბესელია და ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხონ

კომენტარები

ამბოხებული დეპუტატი 2019-01-11
Tags ამბოხებული დეპუტატი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“უპრინციპო ადამიანები” – იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს

შემდეგი სტატია

ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე – კახიანი ბესელიას “ქართული ოცნებიდან” შესაძლო გარიცხვაზე

მსგავსი სტატიები

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს

08 აგვ 2018

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს

18 აგვ 2017

პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო კურსსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

02 მაი 2018

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge