NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით”

„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით”

10 იან 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 738 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება – ეკა ბესელიას გუნდის წევრები გაჩერებას არ აპირებენ. ამ ფონზე კი პარტიის თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს.

ივანიშვილი განცხადებაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრობს და ღიად აკრიტიკებს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბესელიას თანამდებობიდან გადადგომას გაუგებრობას უწოდებს და მას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.

ივანიშვილის კრიტიკული წერილის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ განხილულა. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, დაპირისპირებული მხარეები ერთ გუნდში ვერ დარჩებიან. მისივე თქმით, შეცდომები იქნა დაშვებული და ამ შეცდომებზე ორივე დაპირისპირებულმა მხარემ უნდა ისაუბროს.

„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ შეცდომაა და ამ შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ერთმა მხარემაც და მეორემაც,“-აცხადებს გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ როგორ გადაიჭრება გუნდში დაწყებული დაპირისპირება დიდწილად ეკა ბესელიაზეა დამოკიდებული. კახიანი იმედოვნებს, რომ ბესელია “ქართულ ოცნებაში” დარჩება.

„არასდროს, არაცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ეკა ბესელიას დაეტოვებინოს ფრაქცია. დღესაც ვიტყოდი, ამ განცხადების შემდგომაც, რომელიც ყველამ იხილა, ეს საკითხი არ არის აქტუალური, თუმცა ბევრი რამე დამოკიდებულია ეკაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე პირადად შემიძლია ვთქვა,რომ ეკა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი და ვისურვებდი იგი დარჩეს „ქართულ ოცნებაში“-ამბობს გიორგი კახიანი.

კომენტარები

ერთად პოზიცია 2019-01-10
Tags ერთად პოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე გაიზრდება

შემდეგი სტატია

როცა იუსტიციის საბჭოს წევრი, ლანძღავს შენი ფრაქციის წევრს, უნდა გამოხვიდე და დაიცვა შენი ფრაქციის წევრი – გოგიჩაიშვილი კობახიძეს და მდინარაძეს მიმართავს

მსგავსი სტატიები

2 წლით გაჩერებული მშენებლობა – ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

2 წლით გაჩერებული მშენებლობა – ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

29 იან 2019

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ წინასაარჩევნო საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს

19 სექ 2017
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ნინო ჩხეიძე 10 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge