თეგეტა აკადემიამ კორპორაციული ტრენინგები დაიწყო, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა სპეციალიზებულ გადამზადებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციისა და დეტალური ფუნქციონირების მიმართულებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ კომპანია GWP-ს თანამშრომლები. ჯამში, ტრენინგის 7 ეტაპი ჩატარდა და სწავლება 100-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგის კურსი მოიცავდა სპეცტექნიკის, კერძოდ, JCB 3cx მოდელის აგებულებას, მისი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ფუნქციებს, სამუშაო რეჟიმებს, სწორი ექსპლუატაციის პირობებსა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს საგარანტიო მიმართულებით.
თეგეტა აკადემია 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ თეგეტა აკადემიის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.
აკადემია გეგმავს, მიმდინარე წელს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მიიღოს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სასწავლო პროგრამა – ელექტროსისტემების შეკეთება. კურსის ხანგრძლივობა 20 თვეა. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერტიფიკატო კურსებს კორპორაციული და ინდივიდუალური პირებისთვის.
კომენტარები