NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს “თიბისი ბანკის” ფუნქციონირებაზე

საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს “თიბისი ბანკის” ფუნქციონირებაზე

09 იან 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 802 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თიბისი ბანკში“ დაწყებულ გამოძიებას და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  ეროვნული ბანკი ეხმაურება. ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებულ განცხადებაში ადასტურებენ მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობას, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებულია ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა ის საჯარო არ არის.

წერილობით კომენტარში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე გამოძიებით „თიბისი ბანკის“ საქმიანობას ხელი არ შეეშლება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის “თიბისი ბანკს.” კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ, დეტალებზე ვისაუბროთ. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკი” ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე,“- აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

ეროვნული ბანკი ფუნქციონირება 2019-01-09
Tags ეროვნული ბანკი ფუნქციონირება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის” – პროკურატურა “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრობს

შემდეგი სტატია

სანამ ამას უფლებამოსილი პირი არ დაადასტურებს, მანამდე საუბარია არასწორია – გედევან ფოფხაძე მის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება

მსგავსი სტატიები

„Winter in Georgia“ -საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი BBC-ზე

07 დეკ 2017
„საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მიდიოდი სამსახურში და ტაბელს აბრუნებდი, სწორედ ასეთი პრინციპით არის ეს სია შედგენილი

„საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მიდიოდი სამსახურში და ტაბელს აბრუნებდი, სწორედ ასეთი პრინციპით არის ეს სია შედგენილი

27 ივნ 2018
თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

10 მაი 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge