NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან”

“არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან”

09 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 885 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ არ გაიწვევენ მოსამართლეთა სიას – ხალხი უკვე კობახიძე-მდინარაძეს გაიწვევს –
ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემაზე კანონმდებლები საუბრობენ. ოპოზიცია – მათ შორის ყოფილი უმრავლესობის წევრები, “ქართულ ოცნებას” სიმართლესთან ბრძოლის პარტიად მოიხსენიებენ. პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით დეპუტატები პოლიტიკური პიარის ნაწილად მიიჩნევენ. ეკა ბესელია და მისი გუნდის წევრები უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალი კვირიდან იწყებენ.

“არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან და ეს არ გადაცდება გაზაფხულს. იმაში ვარ დარწმუნებული რომ სამართლიანობას ებრძვის დღეს “ქართული ოცნება.” ალბათ უფრო დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი დგას იმიტომ, რომ ისინი ისე თავხედურად ესაუბრებიან საზოგადოებას, რომ ეს მდინარაძის მხარდაჭერილ კანდიდატებს არ გვანან,”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

“ევროპულ საქართველოში” კი განმარტავენ, რომ მოსამართლეების სიით მანიპულირება სამართლიანობის სახელით, ღიმილის მომგვრელია.

“ქართული ოცნების” ხელში და ბიძინა ივანიშვილის ხელში ნორმალური სასამართლოს ჩამოყალიბება არის წარმოუდგენელი. ამ სიით ვიღაცეების მიერ სარგებლობა, რომ თითქოს სამართლიანობისთვის იბრძვიან, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ნორმალური სასამართლოს ჩამოყალიბების შანსი, ამ საზოგადოებას ექნება მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” წავა ხელისუფლებიდან,”-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობა ”ძალა ერთობაშიას” შტაბის წევრი,  პაატა მანჯგალაძე უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტიკური PR-ის ნაწილად მიიჩნევს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბესელია წლების განმავლობაში არ აპროტესტებდა აღნიშნული მოსამართლეების არსებობას.

“პოლიტიკური პიარის ნაწილია ნამდვილად რომ საზოგადოებაში გაჩნდეს აზრი, რომ თითქოს ბესელიას რაიმე ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვს ამ სიასთან. 6 წელია თანაარსებობს “ქართული ოცნება,” მათ შორის ბესელია და დღეს ამ თემაზე საუბარი ემსახურება პოლიტიკურ PR-ს. ამ სიას ლობირებს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ სასამართლოს მორჩილება, მისთვის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი,”-აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა ”ძალა ერთობაშიას” შტაბის წევრი,  პაატა მანჯგალაძე.

უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე კი ამბობს, რომ სიის განხილვა არ მოხდება, მანამ, სანამ ის არ იქნება იუსტიციის საბჭოს მიერ უკან გაწვეული და პარლამენტი წესებს არ დაადგენს.

“ერთ ოთახში დაწერილი 10-კაციანი სიის შემოგდება, ფაქტიურად პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა,”- პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

კომენტარები

გაწვევა 2019-01-09
Tags გაწვევა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ინტერნეტში განიხილავენ გოგონას, რომელიც უნებლიედ “ოქროს გლობუსის” ვარსკვლავი გახდა

შემდეგი სტატია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკან დახევას არ აპირებს და კლანის ინტერესების დაცვაზე უარს არ იტყვის

მსგავსი სტატიები

ბექა ოდიშარია: პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნა­ვით უნ­დათ გაფ­რე­ნა? ამა­ზე წუ­ხან?

ბექა ოდიშარია: პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნა­ვით უნ­დათ გაფ­რე­ნა? ამა­ზე წუ­ხან?

ნინო ჩხეიძე 14 აპრ 2023

„გორში დაცვამ დაინახა, რომ ბომბდამშენები გვადგას თავზე და დამახტა თავზე“

16 დეკ 2017

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე კლინიკაშია გადაყვანილი

18 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge