NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვინც ამ სიას მხარს დაუჭერს, ავტომატურად შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან – გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე

ვინც ამ სიას მხარს დაუჭერს, ავტომატურად შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან – გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე

08 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 785 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკა ბესელიას ულტიმატუმის მიუხედავად, მისი თანამოაზრე გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოყოფას და ახალი ფრაქციის შექმნას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

ფოფხაძე ამბობს, რომ მთავარი პრიორიტეტად ისევ  საკანონმდებლო ორგანოდან მოსამართლეთა სიის გაწვევა რჩება. ამ საკითხზე დაწყებული დაპირისპირება კი დღითიდღე სულ უფრო მწვავდება.

მოვლენათა შემდგომი განვითარება სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ჯერ მიმდინარე პროცესების შესახებ შეფასება არ გაუკეთებია.

„იუსტიციის საბჭოს ძალიან ნათლად და გასაგებად უნდა ეთქვას, რომ ამ სიას მხარს არ დაუჭერს. ეს არის ერთადერთი სწორი გზავნილი საზოგადოების წინაშე, რომელიც ელოდება ჯანსაღ, ჯანმრთელ მართლმსაჯულებას. ვინც ამ სიას მხარს დაუჭერს, ავტომატურად შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან,“-აცხადებს ფოფხაძე.

ეკა ბესელიას პრინციპულობის კი არ სჯერათ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ დეპუტატი ამ საკითხს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

„ბესელიას პრინციპულობა არავის არ სჯერა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს მოსამართლეები და ის ადამიანები, რომელებიც წარმოადგენენ ცუდ სიმბოლოს ქართული მართლმსაჯულების, ემსახურებიან უკვე დიდი ხანია ზუსტად ივანიშვილის რეჟიმს. ბესელია არის ის ადამიანი, რომელსაც არასოდეს თავისი პრინციპული პოზიცია არ დაუფიქსირებია მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და ბესელია არის ადამიანი, რომელმაც მართლმსაჯულების სფერო გამოიყენა თავისი კეთილდღეობისთვის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად უნდა დაინიშნონ, უნდა სარგებლობდნენ ავტორიტეტით და ნდობით.

გიგი წერეთლის თქმით, დღეს ძალაუფლების გამო, მმართველ გუნდში ერთმანეთს დაჯგუფებები ებრძვიან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათ კაციან სიაში შედიან :

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძ.

წყარო: რუსთავი2

კომენტარები

კონფლიქტი საზოგადოება უზენაესი სასამართლო 2019-01-08
Tags კონფლიქტი საზოგადოება უზენაესი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძალადობა ექიმზე – მსახიობ რეზო ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

შემდეგი სტატია

„ბესელიას პრინციპულობა არავის სჯერა” – ოპოზიცია მმართველი გუნდის დაპირისპირებაზე

მსგავსი სტატიები

„ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ქართულ ოცნებას“ ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპილარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის„

„ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ქართულ ოცნებას“ ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპილარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის„

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა

04 მაი 2018
„აშკარად ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა“

„აშკარად ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა“

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge