NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გია ხუხაშვილი – ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

გია ხუხაშვილი – ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

08 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1117 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდში შექმნილი ვითარებით რთული დილემის წინაშე დგას.

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ივანიშვილის მხრიდან სრული დუმილი აუხსნელი იქნება. მისივე თქმით, ივანიშვილისთვის ნეგატიური იქნება როგორც ე.წ. ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე ე.წ. ძველების.

„დისტანცირება ამ თემისგან მისთვის რთული იქნება, რადგან ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში მიმდინარე პროცესი, ეს არის პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესი. ის არის პარტიის თავმჯდომარე და მისი მხრიდან სრული დუმილი აუხსნელი იქნებოდა.

ის დგას რთული დილემის წინაშე. მისი მართვის ფილოსოფია ემყარება იმ მოცემულობას, რომ ყველა მასთან არის ვალში და თვითონ არავისთან ვალში არ არის – მთელი პოლიტიკური პროცესიც ამ რიტმში მიდიოდა, რომ ყველა გადამწყვეტი როლი მას ეკუთვნოდა. ამ არჩევნებზე კი მოცემულობა შეიცვალა. მას გაუჩნდა ვალი ე.წ. ძველი გვარდიის და კონსერვატიული ფრთის, რაც მისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და მის ხედვას აბსოლუტურად ანგრევს. მისი დილემა არის შემდეგში – გადაიხადოს ვალები, რაც საფრთხეს შეუქმნის მის მიერ აგებულ სისტემას თუ დაუჯეროს თინეიჯერებს ანუ ახალგაზრდებს და გადააგდოს თავისი მევალეები, რომლებმაც უზრუნველყვეს მეორე ტურში გამარჯვება. ეს დილემა გარკვეულწილად მისთვის ცუგცვანგია, რადგან ორივე გადაწყვეტილება მისთვის არის სახიფათო. აქედან გამომდინარე, ის შეეცდება, რომ შუალედური გადაწყვეტილება იპოვოს, სხვა ფორმულა იპოვოს და ეს კრიზისი დროებით მაინც ჩაახშოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს, ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება მისთვის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდები „ეშმაკურად“ მუშაობენ.

„ისინი ლაპარაკობენ პარტიულ დისტანციაზე, თუმცა ისინი რაღაცას აკეთებენ, ათანხმებენ ბიძინა ივანიშვილთან და დირექტივის სახით ცდილობენ ეს ყველაფერი დანერგონ უმრავლესობაში და ამას ეძახიან გუნდურ თამაშს. გუნდური თამაში სხვა რამეა და გულისხმობს გუნდში შეთანხმებას და არა ვიწრო ჯგუფის შეთანხმებას ერთ კაცთან. ეს არ არის ჯანსაღი სისტემა და ეს იწვევს გაუგებრობებს. ქვეყანაში ინსტიტუციონალური წესრიგი არის მორღვეული. ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია სისტემის შენარჩუნება. სისტემა დგას დიდწილად სწორედ ამაზე, რომ დირექტიულად იქნას შესრულებული გადაწყვეტილებები მოსამართლეებზე იქნება თუ სხვა თემებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების სიას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის ჩინჩალაძის გაყვანა მაინცდამაინც პრინციპული არ იქნება.

„მე არ მგონია, რომ ივანიშვილისთვის მაინცდამაინც პრინციპული იყოს ჩინჩალაძის გაყვანა. ოპონენტებისაც მიკვირს, ჩინჩალაძე გახდა პრობლემა? პრობლემა ხომ იუსტიციის საბჭოშია ჩადებული. დავუშვათ დათმეს ჩინჩალაძე, ამით რამეს ეშველება? სხვა ჩინჩალაძეს შემოგვთავაზებს საბჭო. ჩინჩალაძე არ იქნება, ქიბროწაშვილი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?! თავად იუსტიციის საბჭოა გასახვეტი“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

გვარდია დილემა ივანიშვილი 2019-01-08
Tags გვარდია დილემა ივანიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გრიპის ვირუსის 162 დადასტურებული შემთხვევა – სკოლებსა და ბაღში შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

შემდეგი სტატია

თუ კობახიძე უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას

მსგავსი სტატიები

ნინო ბურჯანაძე:  თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო

ნინო ბურჯანაძე: თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო

ნინო ჩხეიძე 01 თებ 2021
გომის მთის ფერდობზე ხანძარია

გომის მთის ფერდობზე ხანძარია

20 ნოე 2017

პრემიერი: როდესაც ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელსა და საქართველოში იყოს მშვიდობა

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge