თიანეთში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით დაკავებული 32 წლის მამაკაცი და მას ბრალად განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას“-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- მუხლის პირველი ნაწილის “ გ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კომენტარები