“პირველი რადიოს” ინფორმაციით, შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და მისი ყოფილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ნათელა მაჭავარიანი იქნება.
განათლებით მსახიობი ნათელა მაჭავარიანი 2006 წლიდან ზურაბიშვილის პარტია ”საქართველოს გზის” პოლიტსაბჭოს წევრი იყო. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კი ის ”ალიანსი საქართველოსთვის” საბურთალოს #5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ. ამასთან, მაჭავარიანი 2010 წლის მოწვევის თბილის საკრებულოს წევრიც იყო.
კომენტარები