NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ოცნების” მორიგი სკანდალი – ფოფხაძე თქმით, თალაკვაძემ და მდინარაძემ მოსამართლეთა სიაზე კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს

“ოცნების” მორიგი სკანდალი – ფოფხაძე თქმით, თალაკვაძემ და მდინარაძემ მოსამართლეთა სიაზე კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს

04 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 725 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჩიკომ და მამუკამ დამირეკეს და მთხოვეს, რომ განცხადება არ გამეკეთებინა – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ეკა ბესელიას მომხრე, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს, ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ მას მოსამართლეთა 10 კაციანი სიის წარდგენის დღეს უთხრეს, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა.

გედევან ფოფხაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია იყო, რომ სანამ გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ შეჯერდებოდა, დეპუტატების მხრიდან ნეგატიური განცხადებები არ გაჟღერებულიყო.

ფოფხაძე აღნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან ეს იყო უბრალოდ თხოვნა და არა მოთხოვნა.

„იყო ეს პოზიცია, რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა განცხადება, სანამ გუნდი არ მოილაპარაკებდა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მე აჩიკომ და მამუკამ დამირეკეს. არ მოუთხოვიათ, უბრალოდ მთხოვეს, მოთხოვნა სხვა რაღაცაა. სანამ არ შევჯერდებოდით, ნეგატიური კომენტარები არ გაჟღერებულიყო,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

წყარო: რუსთავი2

კომენტარები

მოსამართლეთა სია სკანდალი 2019-01-04
Tags მოსამართლეთა სია სკანდალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა

შემდეგი სტატია

გედევან ფოფხაძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა – მამუკა მდინარაძე

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივნ 2021
„როგორც გამეცნო ვერელი ვიტო ვარო, იარაღი დამიმიზნა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“

„როგორც გამეცნო ვერელი ვიტო ვარო, იარაღი დამიმიზნა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018
შუა საუკუნის სამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

შუა საუკუნის სამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

07 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge