NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ანა დოლიძე – ირაკლი კობახიძე ლევან მურუსიძის მესიჯებით საუბრობს, ის იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა სიას ლობირებს

ანა დოლიძე – ირაკლი კობახიძე ლევან მურუსიძის მესიჯებით საუბრობს, ის იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა სიას ლობირებს

04 იან 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 478 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ირაკლი კობახიძე ლევან მურუსიძის მესიჯებით საუბრობს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა სიას ირაკლი კობახიძე ლობირებს. მისივე თქმით, აუცილებელია საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც, რათა საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თუ სადამდე მიდის სასამართლო სისტემით დაინტერესებულ პირთა სია.

„ირაკლი კობახიძე პირდაპირ საუბრობს ლევან მურუსიძის გზავნილებით. მურუსიძემ თქვა, რომ მდევნიან 2013 წლის შემდეგო, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა სასამართლოო და ზუსტად ამას იმეორებს ირაკლი კობახიძე ანუ ის არის მხარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. არც მანამდე ჰქონდა. მაგრამ სად უნდა გავჩერდეთ? ირაკლი კობახიძის და ამ უბიოგრაფიო გუნდის პასუხისმგებლობაზე, თალაკვაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი… თუ უფრო ზევით უნდა წავიდეთ ? ამის გარკვევა კარგი იქნება. საინტერესოა, არის თუ არა ეს „ქართული ოცნების“ ლიდერის გადაწყვეტილება? მან ეს უნდა თქვას. ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, თუ რამდენად უღირს თავისი პოლიტიკური კაპიტალი და არა მონების, შეალიოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს.

ირაკლი კობახიძე ამ ნაბიჯებს დამოუკიდებლად რომ ვერ გადადგამს, ეს ცხადია. რა ტიპის ალიანსში არიან მოსამართლეებთან, ეს გასარკვევია, თუმცა ცხადია, რომ ირაკლი კობახიძე ლობირებს ამ გუნდს.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუების დროს ფონი სასამართლოსთან მიმართებაში უკვე შექმნილი იყო, რომ ყველაფერი კარგად არ ხდება. მიუხედავად ამისა, არცერთხელ არ მოგვისმენია მისი პოზიცია – მოსწონს რაც ხდება, თუ არ მოსწონს.

მე პირადად, როგორც მოქალაქე, რომელსაც ამ თემაზე გული შემტკივა, ვისურვებდი, რომ პირადად ივანიშვილისგან მოვისმინო მისი პოზიცია, მურუსიძის უვადოდ დანიშვნას წყნარად უნდა შევეგუოთ თუ არა. ასევე, ეს „შავი სია“ უნდა მოგვწონდეს თუ არა?“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭო 2019-01-04
Tags არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფრაქციას კანონი არ დაურღვევია – მაჭარაშვილი ბესელიას პასუხობს

შემდეგი სტატია

დავით მათიკაშვილი – იურიდიული კომიტეტის სხდომის დანიშვნა რეგლამენტის ყველა მოთხოვნის დაცვით მოხდა

მსგავსი სტატიები

მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა

მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა

ირაკლი შალიკაშვილი 27 აგვ 2019

მიმინოშვილი და სანიკიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

10 სექ 2018
სპეცოპერაციის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

სპეცოპერაციის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

23 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge