NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, პენსიონერები კი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებენ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, პენსიონერები კი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებენ

03 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 773 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, ხოლო პენსიონერები ღირსეულ პენსიას მაინც ვერ მიიღებენ.

როგორც ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, მთავრობამ ფული ძალდატანებით, ძირითადად ღარიბი მოსახლეობიდან უნდა მოაგროვოს. მისივე თქმით, ეს ფული აღმოჩნდება მსხვილ ბიზნესში, ბანკებში და მას გამოიყენებს მთავრობა.

„დაგროვებითი პენსიის სისტემა არის ძალდატანება, რომელიც ნებაყოფლობითობის პრინციპს გამორიცხავს. მთავრობამ დაგროვებითი პენსიის სისტემა შემოიღო, როგორც იძულებითი ფორმა – ადამიანებს აიძულოს დააგროვოს პენსია. ამ იძულებამ შეიძლება გაამართლოს, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ სქემა, რომელიც შემოიღეს, არ იძლევა დამაიმედებელ რიცხვებს სიბერისათვის. მაგალითად, 40 წლის ასაკის ქალმა მასწავლებელმა, რომლის ხელფასი 500 ლარია და ხელზე 400 ლარს იღებს, როცა 20 წლის შემდეგ პენსიაზე გავა, ხელზე უნდა აიღოს 85 ლარი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

დაგროვებითი პენსია სისტემა ღირსეული 2019-01-03
Tags დაგროვებითი პენსია სისტემა ღირსეული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა და კიდევ რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია დატოვა

შემდეგი სტატია

„ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

მსგავსი სტატიები

შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

სოსო ელისაშვილი 25 მარ 2018
თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან

თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან

13 ივნ 2018
გია ვოლსკი: გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს …

გია ვოლსკი: გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს …

ნინო ჩხეიძე 15 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge