NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გუბაზ სანიკიძე – „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო

გუბაზ სანიკიძე – „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო

03 იან 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 492 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტიის შიგნით დაპირისპირებაა, „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება, უფრო სერიოზულ და სკანდალურ სახეს მიიღებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ იურიდიული კომიტეტიდან ეკა ბესელიას წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევას გამოეხმაურა.

სანიკიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წევრები თავიანთ „საიდუმლობებს გამოფენენ“, დაპირისპირება უფრო სკანდალური გახდება და „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მმართველი გუნდის როლს ვეღარ შეინარჩუნებს.

„აქ არის ერთი კაცი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, კრიზისებსაც ქმნის. საინტერესო იქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, დანარჩენი საკმაოდ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებით, საკმაოდ უნიჭო აქტორები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მოხელის სახელი ჰქვიათ. ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო: როგორც ჩანს, 2020 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ გაქრება პოლიტიკური სივრციდან. ხელისუფლებაში რომ ვეღარ დარჩებიან, ეს ცხადზე ცხადია. აშკარად ეტყობა, რომ ჭკუაზე მოსვლას და არაფრის დათმობას ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს და ცნობილია, რომ ვინც არაფერს თმობს, ბოლოს ის აბსოლუტურად ყველაფერს თმობს, ეს არის ისტორიულად დადასტურებული.

ამ კატასტროფის მოახლოების მთავარი სოლისტი არის ბიძინა ივანიშვილი, მთავარი აქტორი, ღვთაება, ქურუმი, კონსტიტუციის დამწერი, ყველაფრის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვათაშორის, კარგი პროცესია, რასაც ჰქვია „ოცნების“ შიდა ლპობა. ეს დაპირისპირება უვიცობამ, უწიგნურობამ, იდეებისა და ფასეულობების არქონამ, მორალური უპირატესობის დაკარგვამ გამოიწვია. ფაქტია, რომ დღეს „ოცნებასთან“ შედარებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მორალური უპირატესობა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

გუბაზ სანიკიძე დაიწყო რღვევა 2019-01-03
Tags გუბაზ სანიკიძე დაიწყო რღვევა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სად უნდა წავიდეს ფული უცნობია – ექსპერტები დაგროვებითი პენსიის თაობაზე

შემდეგი სტატია

ხათუნა ლაგაზიძე – „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ძველ და ახალ თაობებს შორის ბრძოლა უნდა დასრულდეს ფორმალური გაფორმებით ანუ გაყოფით

მსგავსი სტატიები

საია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსამართლემ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე საქმის განხილვა არ შეაჩერა

24 იან 2018
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვარზე შესაძლოა დამატებითი საინჟინრო ნაგებობები გაჩნდეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვარზე შესაძლოა დამატებითი საინჟინრო ნაგებობები გაჩნდეს

17 ნოე 2017
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს იწყება

14 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge