NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გაზის ტარიფის ცვლილება პურის ფასზე არ იმოქმედებს

გაზის ტარიფის ცვლილება პურის ფასზე არ იმოქმედებს

03 იან 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 180 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება.

აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება. როგორც „პირველთან“ საუბარში შპს „იფქლი 1“-ის და „იფქლის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მათთვის ამჟამად ბუნებრივი გაზის საფასური 85 თეთრია, შესაბამისად, ეს ცვლილება უმნიშვნელოა.

„გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით. ახლა 85 თეთრია გაზის ღირებულება. თუ 86 თეთრი გახდა, ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ფასზე, 1 თეთრი არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გავაძვირეთ პურის ფასი, რაც ყველაფრის გაძვირებას მოჰყვა. თუმცა, პრინციპში, ჩვენი პური ძვირი არ არის. თუ მომხმარებელი იმ პურს აწონის, რომელსაც 60 თეთრად ყიდულობს, და ჩვენს პურს, სხვაობას თვალნათლივ დაინახავს. ანუ სხვისი სამი პური ჩემი ორი პურის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ მაგ დონემდეც არ გაგვიძვირებია ფასი“, – განაცხადა „იფქლი 1“-ის ხელმძღვანელმა დავით ვასაძემ.

ანალოგიური პასუხი გაგვცა შპს „იფქლის“ ხელმძღვანელმა არისი ბოჭოიძემ და აღნიშნა, რომ „თუ გაზის საფასური 86 თეთრი გახდება, ეს პურის ფასზე არანაირად არ იმოქმედებს“.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს აშშ დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.
იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დააკორექტიროს.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება“.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი დარჩება“.

[R]

კომენტარები

არ იმოქმედებს გაზის ტარიფი პური 2019-01-03
Tags არ იმოქმედებს გაზის ტარიფი პური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს ცვლის

შემდეგი სტატია

„კრწანისი-პურის“ დირექტორი: „პურის მრეწველობისთვის გაზის საფასური არ იზრდება“

მსგავსი სტატიები

FAO-ს ახალი კვლევის მიხედვით, სოფლის გაძლიერება ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინაპირობაა

10 ოქტ 2017
„მამუკა ბახტაძე ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, ასე გავიცანი მე“

„მამუკა ბახტაძე ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, ასე გავიცანი მე“

15 ივნ 2018

გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ზვიად ბაღდავაძე წარადგინა

24 სექ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge