მაკრონმა პუტინს მოუწოდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინას დაუბრუნონ ხომალდები, რომელიც ქერჩის სრუტეში დააკავეს.
კრემლის პრეს-სამსახურმა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
საუბრის დროს, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლა არ დასრულებულა.
კომენტარები