NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტი – დაე, 2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს

პრეზიდენტი – დაე, 2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს

01 იან 2019 ახალი ამბები, სამართალი 1037 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას, ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ორბელიანების სასახლიდან მიულოცა და უსურვა, რომ მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარი ყოფილიყოს.

„2018 წელს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ორი ქართული ფენომენი შეიტანეს – ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა. მჯერა, რომ 2019 წელს ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდება. 2018 წელს განათლების სფეროში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატება ვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მომავალი თაობაც, რომელიც, ვიმედოვნებ, „დედა ენაზე“ გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ასახელებს ჩვენს ქვეყანას. 2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და აღდგენა. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის. ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ვულოცავ მოგზაურებს, ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ. ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში გამწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარი. ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს!“ – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაში.

წყარო:ipn.ge

კომენტარები

პრეზიდენტი შერიგება 2019-01-01
Tags პრეზიდენტი შერიგება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილია მეორე – ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ძველ წელთან ერთად

შემდეგი სტატია

1-ელი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი: „საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”

დიმიტრი ქუმსიშვილი: „საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”

07 ივნ 2018
მასშტაბური საკადრო წმენდა სუს-ში – გომელაურის მოადგილედ ხოჯევანიშვილის დანიშვნა ივანიშვილთან შეთანხმებულია

მასშტაბური საკადრო წმენდა სუს-ში – გომელაურის მოადგილედ ხოჯევანიშვილის დანიშვნა ივანიშვილთან შეთანხმებულია

15 იან 2019
თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს

თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს

ნინო ჩხეიძე 23 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge